საზოგადოება

ირაკლი მამალაძე ე. წ ციანიდის საქმეზე: მტკიცებულებები ძალიან მძიმე მოსასმენია

20.02.17 16:50


“მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩემგან არ შეუძენია”, -ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ე.წ ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურა იკვლევს, თუ ვისგან შეიძინა დეკანოზმა მომწამლავი ნივთიერება.

„ძალან კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში არის ბუნდოვანება ამ თემის ირგვლივ. ამიტომ უნდა გასაჯაროვდეს მტკიცებულებები, რათა ყველამ გაიგოს, რა სიმძიმის დანაშაულთან გვქონდა საქმე და რამხელა საფრთხე იქნა თავიდან აცილებული. მოვუწოდებ საზოგადოებას – ჩემი ლანძღვით კი არ უნდა იყოთ დაკავებული ან ვინმეს რეაბილიტაციის მცდელობით, პირველ რიგში, უნდა მოითხოვოთ მტკიცებულებების გასაჯაროება.

იმის გამო, რომ მტკიცებულებები ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც შეიძლება რომელიმე ინსტიტუციისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, არსებობს ერთი პროცენტი, რომ მტკიცებულებებს არ გაასაჯაროებენ და მე ვერ შევძლებ, დავამტკიცო ის, რასაც ვამბობ და სამუდამოდ დავრჩე იმ იარლიყით, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მაკერებდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი:მე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, ხოლო დამტკიცება იმისა, რომ უმძიმესი დანაშაული მზადდებოდა, მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეუძლია. ამიტომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი უნდა გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები