საზოგადოება

ნინო ქათამაძე რუსეთის ქალაქებში დიდ საგასტროლო ტურს იწყებს

24.03.17 18:20


ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight მარტში რუსეთში დიდ საგასტროლო ტრუს იწყებენ — ისინი ბოლო ალბომით Yellow რუსეთის რვა ქალაქში გამოვლენ.

ვარსკვლავის კონცერტი ირკუსტსკში 27 მარტს გაიმართება, კრასნოიარსკში — 29 მარტს და ომსკში — 31 მარტს. ჩელიაბინსკში ქართველ მომღერალს მოუსმენენ 1 აპრილს, ეკატერინბურგში — 3 აპრილს, ტიუმენში — 5 აპრილს, სურგუტში — 7 აპრილს. რუსეთის დედაქალაქში ნინო ქათამაძე კონცერტს ფესტივალზე Усадьба. Jazz 2017 წლის 1 ივლისს გამართავს.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ქართველი მომღერალი აპრილში ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს კონცერტს; მაისში — კვიპროსზე, ასევე მაისში — ოდესაში, ხერსონსა და კიევში, ხოლო ივნისში — ბაქოში.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ "ინსაითთან" ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში.

ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვ.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები