საზოგადოება

ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

24.03.17 19:15


კრწანისის გამგეობა ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

აფხაზეთის II ჩიხში, 1100 კვ.მ-ზე, ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო. მიმდინარეობს გზის კაპიტალური მშენებლობა აფხაზეთის I ჩიხში, სადაც სამუშაოები 1100 კვ.მ-ზე შესრულდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, თბილისის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ქეთი მამულაშვილთან ერთად გაეცნო.

ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წელს, გზის კეთილმოწყობა კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა.

ასფალტის საფარი დაიგო გულბანის I და II ჩიხებში, რაფავასა და ხვიტიას ქუჩებზე. საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ აწარმოებს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები