საზოგადოება

საქართველოში 26 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

24.03.17 20:15


საქართველოს უმეტეს რაიონებში, 26 მარტის ჩათვლით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 26 მარტის ჩათვლით, საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +2 +7; ზოგან შესაძლებელია -2 გრადუსი იყოს. რაც შეეხება დღის ტემპერატურას, აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთ საქართველოში +15-დან +20 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოში კი, +13-დან +18 გრადუსამდე.

შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. თუმცა, მაღალმთიან რაიონებში ღამით -5 -10 გრადუსია მოსალოდნელი. მთიან რაიონში დღისით +12-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს; ხოლო მაღალმთიან რაიონებში +5-დან +10 გრადუსამდე იქნება.

27 მარტიდან თვის ბოლომდე კი, საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, რომლის დროსაც მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა იყოს თოვა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები