საზოგადოება

თბილისელებს ნაგვის დაყრის გამო ინსპექტორები დააჯარიმებენ

24.03.17 20:55


სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 აპრილიდან თბილისში ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნაგვის დაყრის გამო დააჯარიმებენ. ამ ამბავს საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. "sputnik საქართველო" ამ საკითხზე "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველ მოადგილეს, დავით დოლიძეს დაუკავშირდა.

— კანონი არსებობს უკვე. სამი აპრილიდან დასუფთავების ინსპექცია გავა ქალაქში. პირველი სამუშაო დღე სწორედ 3 აპრილი იქნება. წესით, არაფერი აღარ უნდა შეიცვალოს. 3 აპრილს იქნება ამ სამსახურის პრეზენტაცია და პირველი სამუშაო დღე. - ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პატრულირებას მოახდენენ? — ჩამოყალიბდა ახალი სამსახური, რომელიც ოცი ადამიანისგან დაკომპლექტდა. პატრულირებას მოახდენენ წყვილში – ქალი და კაცი. შედგა ათი წყვილი.

თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მოახდენენ პატრულირებას, ეს იქნება ტურისტული ძეგლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ყოველდღიურ რეჟიმში ივლიან ამ ქუჩებზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, ძირთადად ცენტრალურ ნაწილზე და რა თქმა უნდა, პერიოდულად მეორეხარისხოვან ქუჩებზეც გავლენ. მომავალში გვინდა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ათი ეკიპაჟია, ამიტომ მთლიან ქალაქს ვერ მოვიცავთ. ვნახავთ შემდგომში, როგორ წარიმართება, როგორ გაამართლებს ეს წამოწყება და რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ ამ სამსახურის გაფართოებაზე. - რა სახით დაჯარიმდება ის ადამიანი, ვინც ქუჩაში ნაგავს დაყრის? კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ქუჩაში დააგდებს სიგარეტის ნამწვს, ან რაიმე სახის ნარჩენს, ჯარიმის სახით დაეკისრება 80 ლარი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები