საზოგადოება

IRI-ის კვლევით, ყველაზე მაღალი რეიტინგი მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს

05.04.17 16:00


IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი – 86 %-ით ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას უკავია. შემდეგ 59 %-ით მოდის პოლიცია, 55 %-ით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 52 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 45 %-ს კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის. 40 % აფასებს დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, 39 % – სახალხო დამცველის აპარატის, ასევე 39 % კი პარლამენტის, ხოლო 38 % – სამთავრობო გუნდის.

რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, გამოკითხულთა 70% საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას ასახელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საკუთარ ვებგვერდზე, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები