საზოგადოება

თბილისის ცენტრში საეჭვო ჩანთაში ქალის ტანსაცმელი აღმოჩნდა

06.04.17 14:45


თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდზე ნაპოვნ მიტოვებულ ჩანთაში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა უარყვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მიტოვებულ, სპორტულ ჩანთაში, რომელიც გამვლელებმა მეტეხის ხიდზე აღმოაჩინეს, ქალის ნივთები აღმოჩნდა. როგორც კი საეჭვო ჩანთის შესახებ შეტყობინება მიიღეს, გამნაღმველებმა და შსს-ს სხვა წარმომადგენლები ადგილზე მაშინვე გამოცხადდნენ, მაგრამ ჩანთაში არაფერი საეჭვო არ აღმოჩნდა. მიმდებარე ტერიტორია ისევ გადაკეტილია, ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დროს აღდგება. ვინ დატოვა ჩანთა მეტეხის ხიდზე, ჯერჯერობით, უცნობია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები