ეკონომიკა

მოსკოვსა და ბათუმს ახალი ავიარეისი დააკავშირებს

07.04.17 18:55


რუსული ავიაკომპანია NordStar-ი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ჩარტერული რეისები 1 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში სამჯერ შესრულდება – ორშაბათობით, სამშაბათობით და პარასკეობით. ფრენები Boeing B737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას ჩარტერული რეისების შესრულებისთვის ნებართვა უკვე მისცა.

ამჟამად მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით რეისს კვირაში ერთხელ, შაბათობით კომპანია S7 Airlines-ი ასრულებს.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს: რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, "აეროფლოტი" და "ურალის ავიახაზები", ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena–Georgian Airways. ეს ავიაკომპანიები ერთად კვირაში 37 რეისს ასრულებენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები