ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში ამოქმედდება

10.04.17 16:50


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის ექსპლუატაციაში ჩაშვება მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი" თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანზე დაყრდნობით.

როგორც არსლანმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა წვლილს შეიტანს თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციების განვითარებაში. „თურქი მწარმოებლების პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ყარსის ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით მიეწოდება, რაც შეამცირებს ვადებს და მიწოდების თვითღირებულებას", — მინისტრის სიტყვებს ციტირებს სააგენტო Anadolu.

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ყარსიდან ბაქომდე იმოქმედებს ერთი სარკინიგზო შტო, შემდეგ მიმოსვლა გაგრძელდება ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ჩინეთამდე. „საუბარია რკინიგზით სერიოზული მოცულობის მიწოდებაზე", — განაცხადა არსლანმა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორის- ხელშეკრულების საფუძველზე შენდება.

პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე შენდება სარკინიგზო ხაზი საქართველოს ახალქალაქიდან ყარსის რკინიგზის სადგურამდე.

ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრი იქნება. დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. თუმცა საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები