საზოგადოება

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება- თბილისში ელ-ჭექია მოსალოდნელი

10.04.17 17:15


სინოპტიკოსების ცნობით შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო, 9-10 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 9-11 გრადუსამდე დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 აპრილს ასევე წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ხოლო ქარის სიჩქარე 25 მ/წმ გარეუბნებში კი 28 მ/წმ იქნება. სინოპტიკოსების ვარაუდით, მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მკვეთრად მომატება, მაღალთმთაში არსებობს ზვავსაშიშროების საფრთხეც.

სინოპტიკოსების გამოდარებას 11 აპრილიდან ელოდებიან.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები