საზოგადოება

აღმოსავლეთ საქართველოში მიკროავტობუსი ამობრუნდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

10.04.17 17:40


მიკროავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა.

მიკროავტობუსი ლილოს დასახლებიდან ქარელის მიმართულებით მოძრაობდა, უბედური შემთხვევა ავტობანზე, რუისი-ურბნისის მონაკვეთზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები