საზოგადოება
10.04.17 18:00
ე. წ. “ციანიდის” საქმეზე აღდგომის დღესასწაულის შემდგომ დღეებში პროკურატურა ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქმეში ჩახედული პირები კი არ გამორიცხავენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წაუყენონ, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს. საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვის ინტერესებს ატარებს და ცდილობს, ხელი დააფაროს სავარაუდო თანამზრახველებს. საპატრიარქოს წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ მამალაძეს „თანამზრახველები წმინდა სინოდშიც ჰყავდეს“.
„სამწუხაროა, რომ მღვდელი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვეყრდნობი მის და მისი ადვოკატების ვერსიებს. ამ ვერსიებში გიორგი მამალაძე თავად მოდის წინააღმდეგობაში. თუ ქალბატონ შორენასთან არ იყო კარგ ურთიერთობაში და მის კორუფციულ სქემებს იკვლევდა, მაშინ რატომ უნდა გამოერთმია შორენასთვის 500 დოლარი და დახმარება გაეწია შხამის შეძენაში?! პირადად ჩემთვის, ეკლესიისა და მთლიანად საზოგადოების ბევრი წევრისთვის მისი ეს პოზიცია არის მიუღებელი და ემსახურება სხვა პირების ინტერესებს. გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ინტერესი პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს შორის შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მათ ინტერესებს ემსახურება მამა გიორგი. გიორგი მამალაძეს მისმა მოძღვარმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მიმართა, რომ სიმართლე თქვას და პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ამაზე უარს ამბობს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის ემსახურება სხვების ინტერესებს. ეკლესიაში მყოფ უმრავლესობას გვაქვს ერთი პოზიცია: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც კი ამ საქმეში ფიგურირებს და იყო თანამზრახველი, მიუხედავად რანგისა, წოდებისა და გარემოებისა. არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს“,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ამასთან, გამოცემასთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ მამა გიორგის არასდროს წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი საპატრიარქოს შიგნით არსებულ დარღვევებზე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24