საზოგადოება
10.04.17 19:05
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ისრაელში ჩასვლას აპირებენ, რეკომენდაციებით მიმართავს.
როგორც საქართველოში ისრაელის ელჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოში საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება და ასევე მკაცრი და ხანგრძლივი იქნება შემოწმება.
ეს პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მკაცრი და ხანგრძლივი შემოწმების პროცედურა იქნება საზღვრებზე, შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებები და მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. კერძოდ, მგზავრობის მიზნობრიობა, ფინანსური უზრუნველყოფა და მოთხოვნის შემთხვევაში მათ გარკევეული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენი ხანი უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები”, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში შესვლის შემდეგაც მომლოცველები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა, წაუყენონ სამართალდამცველებმა და იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც ტაძარში წესრიგს იცავენ.
“წერილობითი ინფორმაცია გავრცელდება ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე. ჩვენი მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ იქნას წაყენებული, როგორც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ასევე იმ სასულიერო პირებისგან, ვინც ემსახურება ტაძარში წესრიგის დამყარებას. ნებისმიერი შეპასუხება თუ უკმაყოფილება შესაძლოა აღიქვან გარკვეულ დარღვევად და ამას მოჰყვეს მყისიერი, ადეკვატური რეაქცია.
ზომები გამკაცრებულია, ჩასულია უამრავი სტუმარი და ყოველგვარი დაუმორჩილებლობა ან უკმაყოფილება, შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ მოქალაქეს მოუხდეს ტაძრის დატოვება, ან იმ ტერიტორიის დატოვება, სადაც იგი იმყოფება. თუკი ჩვენი მოქალაქე დაიკარგება, მან უნდა მიმართოს პოლიციას ან საელჩო საკონსულო სამსახურს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მოერიდონ ე.წ. ტაძარში შესასვლელი „ბრასლეტების“ შეძენას, ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება გაყალბებული, ე.წ. ბრასლეტები”, – განაცხადა ტაბატაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24