საზოგადოება

თბილისში კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო ფორუმი Baltic Weekend გაიმართება

10.04.17 20:25


თბილისში 20-21 აპრილს კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო ფორუმი Baltic Weekend გაიმართება, იტყობინებიან ღონისძიების მონაწილეები ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი მონაწილე საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან. წელს ფორუმში მონაწილეობისათვის სპეციალურად თბილისში ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტი მარიანა მაქსიმოვსკაია ჩამოვა.

2017 წელს ორგანიზატორებმა გააფართოვეს ღონისძიების გეოგრაფია და მასშტაბები.

ამიერიდან Baltic Weekend წელიწადში ოჯერ გაიმართება.

Baltic Weekend 16 წელია არსებობს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ღონისძიებაა კომუნიკაციების სფეროში. იგი რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციისა (РАСО) და სააგენტო SPN Communications-ის ერთობლივი პროექტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები