საზოგადოება

მცხეთაში "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების" პრეზენტაცია გაიმართება

11.04.17 18:45


მცხეთის სასტუმრო Gino Wellness-ში (დავით აღმაშენებლის 37) 12 აპრილს გაიმართება ინიციატივის "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები" პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა "კულტურა და შემოქმედებითობა" ახორციელებს, ნათქვამია პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიწვეული არიან ჟურნალისტები. ღონისძიება 12:00 საათზე ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამოქმედო გეგმების შედგენისას. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და სამუშაო ჯგუფებში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ისევე, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ხუთი სხვა რეგიონი და ქალაქი, ევროკავშირის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" ინიციატივაში "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები" მონაწილეობისთვის შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებსა და რეგიონებში შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება, მისი მონაწილეები მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. შერჩეულ ქალაქებსა და რეგიონებში ჩატარდება მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა, ჩამოყალიბდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები, უზრუნველყოფილი იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუტირება და საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა. ევროკავშირის ინიციატივის "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები" თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.culturepartnership.eu/article/open-call-pilot-towns.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები