საზოგადოება

მეექვსმილიონე ტურისტი ჯესპერი „ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახდა

11.04.17 21:00


საქართველოს მეექვსმილიონე ტურისტს ჯესპერ ბლექს თბილისში სტუმრობის კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა — ის პოპულარული ქართული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონში მიიწვიეს. შოუ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მალე დაიწყება.

ჯესპერი შოუში მონაწილეობას სიხარულით დათანხმდა, უკვე რეპეტიციებს გადის და სპეციალურად პროექტისთვის წონაშიც კი დაიკლო. ბლექის პარტნიორი საცეკვაო მოედანზე ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე გახდა.

ჯესპერ ბლექი 2016 წელს საქართველოში მეექვსმილიონე ტურისტი გახდა. მაშინ თბილისში მას საპატიო დახვედრა მოუწყვეს: სტუმარს თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა, რომელთანაც ჯესპერმა მთაწმინდაზე რესტორანში ივახშმა.

სპეციალურად ბლექისთვის ქართველმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს ეროვნული ცეკვები და ქართული მრავალხმიანობა. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ტურისტისთვის ქართული ღვინის წარმოებაში მცირე ექსკურსი მოაწყო. ტურისტის მიღება ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც ჯესპერმა აღიარა, რომ შეუყვარდა საქართველო და ამ ქვეყანამ მისი გული დაიპყრო. ჯესპერი ჰოლანდიელია, ცხოვრობს ბარსელონაში (ესპანეთი). განათლებით ჟურნალისტია, უყვარს მოგზაურობა და უკვე დაახლოებით 35 ქვეყანაშია ნამყოფი. თავის YouTube-არხზე ახალგაზრდა სიამოვნებით აჩვენებს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ვიდეომიმოხილვას. „ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვიდე სეზონის მონაწილეთა შორის არის აგრეთვე გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენელი თათია დოლიძე. შოუს მეექვსე სეზონის გამარჯვებული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა. მან პრიზის სახით თბილისში ბინა მიიღო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები