საზოგადოება

ჯგუფი "ლენინგრადი" საქართველოში პირველად გამოვა

11.04.17 22:10


ცნობილი რუსული ჯგუფი "ლენინგრადი" მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2017 ფარგლებში საქართველოში პირველად გამოვა. ფესტივალი თბილისში 16-18 ივნისს ჩატარდება.

"ლენინგრადი" სანქტ-პეტერბურგში სერგეი შნუროვმა დააარსა. მუსიკოსები ცნობილი არიან ექსცენტრული სიმღერებით, რომელშიც უხვადაა არანორმატიული ლექსიკა და ალკოჰოლურ-ყოფითი თემატიკა. თავის შემოქმედებაში ჯგუფი აქტიურად იყენებს სხვადასხვა სასულე საკრავს: საყვირს, საქსოფონს, ტრომბონს, ტუბას.

"ლენინგრადი" ქართველი მსმენელის წინაშე 17 ივნისს გამოვა. ტრადიციულად, Tbilisi Open Air ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და თავის სცენაზე 40-ზე მეტ უცხოელ და ქართველ შემსრულებელს მოუყრის თავს.

ფესტივალის სხვა ჰედლაინერებს შორის არიან: ლონდონის ბენდი Archive, რომელიც electronic, trip hop, avant-garde, post-rock and progressive rock-ის სტილის მუსიკას ასრულებს და ლივერპულის პროგრესული როკ-ჯგუფი Anathema.

Tbilisi Open Air 2017-ზე გამოვა ირანულ-დანიური წარმოშობის მომღერალი Sevda Alizadeh, იგივე Sevdaliza, რომელიც მუშაობს Electronic, alternative R&B, trip hop და art pop-ის ჟანრში, ასევე დიჯეი Oxia (საფრანგეთი), Ripperton (შვეიცარია) და Alex.Do. (გერმანია).

ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე გამოვლენ Young Georgian Lolitaz, Salio, LOUDspeakers, Kung Fu Junkie Backwarmer, Soft Eject, Friendly Mosquito და სხვები.

ფესტივალის სრული ლაინ-აფი იხილეთ აქ. საწყის ეტაპზე, 12-28 აპრილს გაიყიდება მხოლოდ სამდღიანი აბონემენტები შეზღუდული რაოდენობით. ერთ საფესტივალო დღეზე ბილეთები 29 აპრილიდან გაიყიდება. Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება.

მის სცენაზე ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები