საზოგადოება

ადმინისტრაცია თანამშრომლებს გასახდელებში ფარულად უთვალთვალებდა - "ფრესკო" მორიგ სკანდალში ეხვევა

11.04.17 22:20


„ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიას ფარულ მიყურადებისა და თვალთვალში ადანაშაულებენ.

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, გასახდელებში დამონტაჟებულია ფარული ვიდეოკამერები, სადაც აკვირდებიან, როგორ იცვლიან თანამშრომლები ტანსაცმელს. მათი თქმით, ფარული კამერები მხოლოდ ქალების გასახდელშია დამონტაჟებული.

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მონიტორინგის ოთახში შესვლაზე წვდომა აქვთ მამაკაცებსაც, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს.

ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ ოთახიდან ხშირად ისმის სიცილის ხმა.

ცნობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა - ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე და ზეწოლაზე საუბრობდნენ.

მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტები ვერ გამოავლინა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები