საზოგადოება

ათენის სკოლაში ქართული ენის შესწავლა დაიწყეს

11.04.17 22:30


ათენის ერთ-ერთ სახელმწიფო სკოლაში ქართული ენის შესწავლის საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც სპეციალურად იმ ქართველი მოსწავლეებისთვის შემუშავდა, რომლებიც ბერძნულ სკოლებში სწავლობენ.

ქართული ენის სწავლას ათენის №50 საშუალო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები შეძლებენ სურვილისამებრ. სასწავლო პროცესს ათენის საკვირაო ქართული სკოლების მასწავლებლები ატარებენ, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ქართული ენის გაკვეთილები აპრილსა და მაისის თვეში კვირაში ორჯერ ჩატარდება. სხვა სკოლებში აღნიშნული პროგრამა სექტემბრის თვიდან ამოქმედდება. იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებული აღმოჩნდება, ქართული მხარე, საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროს დახმარებით, აღნიშნული პროგრამის დანერგვას უფროსი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც გეგმავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 ათასი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც ძირითადად შრომითი მიგრანტები არიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები