საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

11.04.17 23:25


ქალაქ მაინჰაიმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს კორესპონდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მამაკაცი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა, აღნიშნა მან.

„ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში გერმანიის შესაბამისი სამსახურებიდან ოფიციალური განცხადება არ შესულა. გაიმართა კონსულის სატელეფონო საუბარი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მათ დაადასტურეს, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა“, — განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად ცხედრის ექსპერტიზა ტარდება და დაწყებულია გამოძიება. „დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი", — აღნიშნა მან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები