ეკონომიკა

სომხეთ-საქართველო-რუსეთის ტვირთგადაზიდვებზე ტარიფები შემცირდა

12.04.17 14:15


საბორნე და სარკინიგზო ტვირთგადაზიდვებზე ტარიფები 2017 წლამდე არსებულ ტარიფებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, იუწყება Sputnik Армения სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ბორნით და რკინიგზით ტვირთგადაზიდვების ტარიფები მოსკოვი-ერევანის მარშრუტით 32-35%-ით შემცირდა, ერევან-მოსკოვის მიმართულებით კი — 52-54%-ით, ტვირთის სახეობიდან გამომდინარე, დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმება და ახალი კოეფიციენტები ძალაში მიმდინარე წლის 22 თებერვალს შევიდა, ხოლო რუსეთის მხარის მიერ დადგენილი საშეღავათო ტარიფები — 13 მარტს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები