საზოგადოება

მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეები ბათუმს ირჩევენ

12.04.17 15:20


ბათუმი იმ კურორტების სამეულში შედის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებში ბავშვებთან ერთად მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად ირჩევენ, ამას სასტუმროების პოპულარული საძიებო სერვისის RoomGuru.ru-ს რეიტინგი მოწმობს.

რეიტინგი განისაზღვრა 2017 წლის 29 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში სასტუმროებში იმ ტურისტების მიერ დაჯავშნული საოჯახო ადგილების რაოდენობით, რომლებიც მოგზაურობენ დამოუკიდებლად, ტურაგენტების დახმარების გარეშე.

RoomGuru.ru-ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში საცხოვრებლად სასტუმროების ნომრები დაახლოებით 5 ღამით დაჯავშნეს და დღე-ღამეში 60 აშშ დოლარის დახარჯვას აპირებენ.

კურორტების ათეული, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ბავშვებთან ერთად მაისის დღესასწაულებზე დასასვენებლად ირჩევენ, ასე გამოიყურება: სოჭი და ანაპა, იალტა (ყირიმი), ბათუმი, პიატიგორსკი და კისლოვოდსკი (სტავროპოლის ოლქი), კრეტა (საბერძნეთი), აია-ნაპა (კვიპროსი), სალოუ (ესპანეთი) და სვეტლოგორსკი (კალინინგრადის ოლქი).

იმავე დროს, თბილისი იმ უცხოური ქალაქების ხუთეულში შევიდა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებში მაისის დღესასწუალებზე დასასვენებლად ირჩევენ. ამ ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: პრაღა, მინსკი, ვენა, ბუდაპეშტი, თბილისი, ბაქო, ტალინი, ერევანი, ვილნიუსი და რიგა.

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები