საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდი 15 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება

12.04.17 20:00


საქართველოში არამდგრადი ამინდი 15 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ხვალ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

თბილისში ღამით უნალექო ამინდი, დღისით კი წვიმა არის ნავარაუდევი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოში ამაღამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14 გრადუსი იქნება; დღისით 20-25; აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ 2-7 გრადუსი; დღისით 15-20 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ამაღამ 6 გრადუსი, დღისით - 18 გრადუსი.

14 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. დღისით ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში, მათ შორის თბილისშიც.

თბილისში მოსალონელის ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

14 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 9-14 გრადუსი იქნება; დღისით 12-17 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 7-12 გრადუსი იქნება; დღისით 17-22 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამით 10 გრადუსი; დღისით 19 გრადუსია მოსალოდენლი.

15 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. დღისით ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში, მათ შორის თბილისშიც.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით 5-10 გრადუსი იქნება; დღისით 12-17 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 4-9 გრადუსი იქნება; დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამით 10 გრადუსი; დღისით 18 გრადუსია მოსალოდენლი.

16 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისში დღის მეორე ნახევარში ასევე შესაძლებელია მცირე ნალექი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 22 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში დღისით 17 გრადუსია მოსალოდენლი.

17 აპრილს საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, თბილისში 22 გრადუსი.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები