ეკონომიკა

საქართველოს და თურქეთის ეროვნული ბანკები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

12.04.17 20:45


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მურატ ჩეტინკაიამ, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დოკუმენტს თურქეთის ქალაქ ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე სისტემატურ დიალოგზე, ასევე ტრენინგების და სემინარების ჩატარების მიზნით თანამშრომელთა გაცვლითი სამუშაო ვიზიტების გაძლიერებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების "ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბი" თურქეთის ცენტრალური ბანკის ინიციატივით 1998 წელს დაარსდა.

კლუბის ძირითადი მიზანია მონაწილე ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს საშუალება მიეცეს რეგულარულად გაცვალონ შეხედულებები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების, საბანკო ზედამხედველობის განხორციელების, და ასევე საბანკო სისტემების სტაბილურობის მხარდაჭერის საკითხებზე. საქართველოს ტერიტორიაზე ორი თურქული ბანკი ფუნქციონირებს — Ziraat Bank-ი და Isbank Georgia.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები