საზოგადოება

საქართველო საზღვარგარეთ საკუთარი ქონების რეესტრის შექმნას აპირებს

12.04.17 21:55


ქვეყნის მთავრობის ინციატივით საქართველოს უძრავ ქონებას ერთიან რეესტრში შეიტანენ, აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში ქონება ელექტრონული გზით რეგისტრირდება და შედის ერთიან რეესტრში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მთელი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე შეამოწმოს. საზღვარგარეთ საქართველოს უძრავი ქონების მონაცემები აქამდე სიტემატიზებული არ იყო, რაც აძნელებდა ინფორმაციის მიღებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე მოქალაქეებისთვის. ინიციატივის თანახმად, რეესტრში შევა მისამართი, მიწის ნაკვეთის/ან შენობა-ნაგებობის ფართობი, მისი დანიშნულება, სახელმწიფოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (თუ არის ასეთი) და სხვა მონაცემები. ამ ინფორმაციის გაცნობა ელექტრონული სახით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მისი თქმით, პროგრამაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოს მომავალში მთელი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.

ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსათვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

საქართველოს მთავრობა ლევილის მამულში მუზეუმის, ბიბლიოთეკის, ასევე სამეცნიერო-კულტურული ცენტრის გახსნას გეგმავს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები