საზოგადოება

“ჭიაკოკონობის” ღამეს დამწვრობის ცენტრში ორი მოზარდი მოათავსეს

13.04.17 15:00


“ჭიაკოკონობის” ღამეს დამწვრობის ცენტრში ორი მოზარდი მოათავსეს, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ერთი პაციენტი გორიდან, ხოლო მეორე თბილისიდან მიიყვანეს.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 11 და 14 წლის პაციენტები სახისა და მტევნების არეში პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით შეიყვანეს, დამწვრობის ფართობი სხეულის 3 %-ს არ აღემატებოდა.

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ და დამწვრობის ცენტრი რამდენიმე საათში დატოვეს.

მისივე ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, ჭიაკოკონობაზე შესულ პაციენტთა რაოდენობა შემცირებულია. „იყო პერიოდი, 30-40 პაციენტი შემოდიოდა“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები