საზოგადოება

ახალი ავტობუსები ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით იმოძრავებენ

13.04.17 15:30


15 აპრილიდან N9 სამარშრუტო ხაზის მიმართულებით ევროპული სტანდარტების ახალი ავტობუსები დაინიშნება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

5 ახალი ავტობუსი ვაგზლის მოედნიდან ბაგების მიმართულებით იმოძრავებს, მგზავრობის ღირებულება, სტანდარტულად, 50 თეთრი იქნება. ამ დროისათვის თბილისში სულ "MAN"-ის მარკის 40 ახალი ავტობუსი №61, №51, №37 და № 87 მარშრუტებზე მოძრაობს.

ახალი ავტობუსები პოლონეთიდან თბილისში 2016 წლის სექტემბერში ჩამოიყვანეს. ქალაქის მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით 143 ახალი ავტობუსი შეისყიდა, რომლებიც უკვე თბილისშია. პროექტის მთლიანი ღირებულება 34 მლნ ევროა.

აღნიშნული ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და CNG-ის საწვავზე (ბუნებრივი აირი) მუშაობს, რასაც დიზელთან შედარებით, უფრო ნაკლებად აქვს მავნე გამონაბოლქვი.

გარდა ამისა, მაისის თვის ბოლოს დასრულდება ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც 337 ავტობუსზე იქნება გათვლილი. მას შემდეგ, რაც ავტობაზა ექსპლუატაციაში შევა, ის შეძლებს ახალი ავტობუსების მიღებას.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ყველა იმ ობიექტის მშენებლობა, რომელიც ავტობუსების სრული ციკლით მომსახურებისთვის არის საჭირო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები