ეკონომიკა

გიორგი გახარია: მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება

14.04.17 19:25


საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

„ექსპორტის გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება.

სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).

ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო (62%); მინერალური წყალი (17%);

სპირტიანი სასმელები (18%); მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (155%); ცხვრის ხორცი (121%);

თევზის ცხიმი (449%); ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (69%); უალკოჰოლო სასმელები (47%);

ხილ-ბოსტნეულის წვენები (110%); ცხვარი ცოცხალი (4%). გარდა ამისა, გაზრდილი ექსპორტი შემდეგ პროდუქციაზე: სპილენძის მადნები (17%); ფეროშენადნობები (201%); მედიკამენტები (55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (343%); ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები — 48%). 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება.

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა და 45% შეადგინა.

ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობები (67%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (50%), მედიკამენტები (24%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (67%).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები