ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

18.04.17 18:55


პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის დროსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საქართველოდან, პირველად მიიღებს მონაწილეობას სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში, რომლის დროსაც დაგეგმილია მისი შეხვედრები აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს წლიურ შეხვედრაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

ამასთან, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები წლიურ შეხვედრაში მონაწილე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები