საზოგადოება

ირინა მილორავა სემეკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

28.04.17 17:15


დღეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ირინა მილორავა ისაუბრებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში 2016 წელს არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის საჯაროობის განხორციელებულ პროექტებზე და კომისიის სხვა აქტივობებზე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები