საზოგადოება

ქუთაისში, მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

28.04.17 18:05


ქუთაისთან ახლოს, გელათის მონასტერთან, ზესტაფონიდან მომავალ, მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შედეგად, ორი მოზარდი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მოსწავლეები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში მიჰყავდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები