საზოგადოება

პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა აქციით გააპროტესტეს

28.04.17 21:05


პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტი ალავერდის ეპარქიის მრევლმა გააპროტესტა, ადგილზე იყო ჩასული ალავერდის მიტროპოლიტი დავითიც. მისი თქმით აღნიშნული ქმედება ხალხის დასაპირისპირებლად მიმართული პროვოკაციია, თუმცა მისი თქმით „ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება"
გავრცელებული ინფორმაციით პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივ მოსახლეს მაყვალა ცისკარიშვილს, რომელიც სალოცავის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა. ვინ და რა მიზეზით დაანგრია მშენებარე სალოცავი უცნობია. რამდენიმე ადგილობრივის განცხადებით მსგავს მცდელობებს ადრეც ქონდა ადგილი და ცისკარიშვილის მიმართ იყო მუქარებიც, თუმცა ამ ფაქტს არ ადასსტურებს თავად მაყვალა ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ არანაირი ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა. ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციად აფასებს აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი ქისტი მოსახლეობაც. მათი თქმით უპასუხისმგებლო ადამიანებმა ეს პროვოკაციის მიზნით გააკეთეს, ვიღაცეებს რომ გადააბრალონ.

შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები