საზოგადოება

თურქეთიდან საქართველოში უზარმაზარი ზურმუხტი შემოიტანეს

28.04.17 22:20


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 482,3 კარატიანი ზურმუხტი შემოიტანა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მამაკაცმა საქართველოს საზღვარი არადეკლარირებული ძვირფასი ქვით გუშინ გადმოკვეთა, ზურმუხტი მას ჩანთაში ედო.

1 კარატი დაუმუშავებელი ზურმუხტის ფასი საქართველოში საშუალოდ 250 აშშ დოლარი ღირს. ზურმუხტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომის საკითხს პარასკევს გადაწყვეტს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ეხება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანას წესების დარღვევით და სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები