საზოგადოება

რიყე-ნარიყალის საბაგიროთი მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს

29.04.17 17:45


თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარე საბაგირო გზით მგზავრობა, რომელიც რიყის პარკს ნარიყალას ციხესთან აკავშირებს, შესაძლოა 2,5 ლარი გახდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ გამოიტანა.

ამ დროისათვის თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ფუნქციონირებს, რომელიც ილია ჭავჭავაძის პროსპექტსა და კუს ტბას შორის დადის. საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილებით, ამ საბაგიროს ღირებულება იგივე, ანუ 1 ლარი დარჩება.

კომისიის აღნიშნულ ინიციატივას საკრებულოს სხდომაზე ეყრება კენჭი. კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძის თქმით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით ძირითადად ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მგზავრობის გაზრდილი საფასური მისაღები იქნება, ხოლო კუს ტბაზე სასეირნოდ და დასასვენებლად ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დადის და მათთვის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მიუღებელია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები