საზოგადოება

გარემოვაჭრეები 6 თვე მოსაკრებელს არ გადაიხდიან

02.05.17 14:15


თბილისის მერის ინფორმაციით, ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბაზრობების ტერიტორიაზე შევლენ, პირველი 6 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრობების გარემოვაჭრეების გამართულ აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგადად, მოსახლეობა საჯარო დგომის სივრცეების გათავისუფლებას ითხოვს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ადმინისტრაციებთან. ზოგადად, ქალაქის მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან საჯარო დგომის სივრცეების გათავისუფლებას. დავიცვათ კანონები და წესები. მეორეს მხრივ, შევდივართ ამ ადამიანების მდგომარეობაში და ამიტომ ეს თანამშრომლები გათავისუფლებულები იქნებიან ბაზრობის მოსაკრებლისგან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრობების გარემოვაჭრეებმა აქცია დღეს გამართეს. მათი დახლები მერიას ჯერ არ აუღია, ისინი გარევაჭრობის უფლების 6 თვით გაგრძელებას ითხოვდნენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კარვების გაშლითა და შიმშილობით იმუქრებოდნენ.

დედაქალაქის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები