საზოგადოება

შსს-მ ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლების დაპირისპირების შედეგად ოთხი პირი დააკავა

02.05.17 14:25


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ოთხი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ინციდენტი მოხდა. მეზობლებმა საკითხის გარკვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები