საზოგადოება

საქართველოს 2017 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 1,8 მილიონი უცხოელი ეწვია

02.05.17 15:35


საქართველოს 2017 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაახლოებით 1,8 მლნ უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებზე 11,1%-ით მეტია, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან ტურისტი იყო 736,3 ათასი ადამიანი, რაც 2016 წლის მონაცემებზე 26,9%-ით მეტია.

მხოლოდ აპრილში საქართველოში იმყოფებოდა 510,6 ათასი უცხოელი (+10,2%). აქედან ტურისტი იყო 222,6 ათასი ადამიანი (29,7), ტრანზიტული მოგზაური — 107,8 ათასზე მეტი (+0,3%). 2017 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სომხეთიდან (+13,2%), აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-19,2%), რუსეთიდან (+16,5%), უკრაინიდან (+27,2%) და ირანიდან (+183,9%). ასევე, პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან — წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს ეწვია გერმანიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან და ბულგარეთიდან; შუა აზიის ქვეყნებიდან — ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ლიდერობენ — ბელორუსია და მოლდოვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები