საზოგადოება

სამორინეებისა და სიგარ ბარების გარდა, მოწევა ყველა დახურულ შენობაში აიკრძალება

02.05.17 15:45


ჯანდაცვის კომიტეტი დღეს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით განიხილავს. ცვლილებების პაკეტი რეკლამირების შეზღუდვასთან ერთად, ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა მთავრობას, თუმცა როგორც უმრავლესობაში აღნიშნავენ, ამ თემაზე კონსენსუსი უკვე მიღწეულია.

„შეზღუდვას დახურულ შენობებში თამბაქოს მოხმარების, ეს ეხება კაფე, რესტორნები, ბარები, კლუბები და ა.შ. გარდა სამორინეებისა და სიგარ ბარებისა. იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ეს გამონაკლისები დაიშვება,“ - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

ცვლილებებს თამბაქოს შესახებ კანონში მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაც.

„პრინციპულ საკითხებს ვუჭერთ მხარს, რომ საქართველოში შემცირდეს მაქსიმალურად ზიანი თამბაქოსგან მიყენებული და განსაკუთრებით ეს ეხება ხალხს, რომელიც არ ეწევა და არიან ე.წ. მეორადი მწეველები. გვქონდა ბევრი შენიშვნა, სადაც რეალისტურობაზე იყო აქცენტი გაკეთებული,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებების არსებით ნაწილს მხარს უჭერენ.

დღევანდელ სხდომას დაესწრება ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ისინისაკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები