საზოგადოება

საქართველოს თითოეულ რაიონში სპორტკომპლექსი აშენდება

02.05.17 16:05


უახლოეს პერიოდში თითოეულ რაიონულ ცენტრში სპორტკომპლექსი აშენდება, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში.

მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამა საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ითვალისწინებს.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრში სპორტკომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ. ვამზადებთ პროგრამას, რომელიც 2-3 თვეში მზად იქნება და ამის შემდეგ დავიწყებთ მის განხორციელებას. ეს უახლოეს დროში მოხდება", — განაცხადა ალავიძემ. საქართველოს მთავრობა გეგმავს დიდი ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, რათა ახალგაზრდების 25% ჩართული იყოს მასობრივ, ხოლო 15% პროფესიონალურ სპორტში. გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმობა ფეხბურთისა და რაგბის განვითარებას. ასევე იგეგმება სპორტული ტურიზმის განვითარება. დღევანდელი მდგომარეობით, სპორტკომპლექსები და დიდი სტადიონები საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები