საზოგადოება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

02.05.17 16:15


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ.-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები