საზოგადოება

ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულშია

02.05.17 19:00


ამერიკული ჟურნალ Esquire-ის მაისის ნომრის ვერსიით, ქართული ღვინო „თავკვერი" მსოფლიოს ნატურალური საუკეთესო ღვინოების ათეულშია, რომელთა ღირებულება 40 აშშ დოლარს არ აღემატება.

ჟურნალმა შეაფასა „ხოხბის ცრემლების" მარნის წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი). ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.

„მსუბუქი წითელი „თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვლით ფარავენ და მიწაში დებენ", — წერს გამოცემა. ამჟამად საქართველოში ათასობით ჯიშის ყურძენი მოდის, მსოფლიოში 4 ათასი ცნობილი სახეობიდან დაახლოებით 500 სახეობას ქართული ფესვები აქვს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ღვინის ქვევრში დაყენების ხერხი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და აშშ-იდან.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება. საქართველომ 2017 წლის იანვარ-მარტში დაახლოებით 14,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ.) გაიტანა ექსპორტზე, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 85%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველომ გაიტანა 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 38 ქვეყანაში, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ით მეტია. ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და აყაზახეთი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები