საზოგადოება

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება

17.05.17 19:20


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება.

პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.

ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები