საზოგადოება
17.05.17 20:25
ენერგეტიკოსი ლადო ვახტანგაშვილი ელექტროგადამცემი ხაზების მავნებლობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და დარიალჰესის მშენებლობის საკითხს ეხმაურება.
“ელექტროგადამცემი ხაზების მავნებლობის შესახებ პირველად კვლევა ნენსი ვერიმერმა და ედ ლიპერმა 1979 წელს ჩაატარეს. კვლევაში განხილული იყო ადამიანებზე მაღალი ძაბვის (ელექტრომაგნიტური გამოსხივების) მავნე გავლენის შესახებ, რომელიც ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ლეიკემიას და კიბოს იწვევდა.
აღნიშნული კვლევა გახდა წინაპირობა, მომავალში დაწყებულიყო ადამიანებზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების უარყოფითი გავლენის საფუძვლიანი კვლევა. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც ბევრ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებამდე მიგვიყვანა.
2002 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წარმოადგინა რამდენიმე ასეულგვერდიანი, სიღრმისეული კვლევა, სადაც საუბარი იყო ორგანიზმზე ელექტრო და მაგინტური ველის გავლენაზე. მისი საბოლოო დასკვნის მიხედვით, სტატიკური ელექტრომაგნიტური ველები და დაბალსიხშირული ელექტრული ველები არ არიან კლასიფიცირებული, როგორც ადამიანში კიბოს გამომწვევი. იმავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, მაღალი ძაბვის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაში შეიძლება, შეინიშნებდეს: თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, უძილობა, გამონაყარი, კუნთების ტკივილი, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი. მოკლედ, ძალიან ბევრი კვლევა ტარდება იმაზე, თუ რამდენად მავნებელია ორგანიზმისთვის ელექტრომაგნიტური ტალღების გავლენა, მაგრამ იმის დაბეჯითებით მტკიცება, რომ ის აუცილებლად იწვევს კიბოს და ლეიკემიას, ძირითადად, ვარაუდებს ეყრდნობა, სადაც რეალურად ზემოქმედების ეფექტის განსაზღვრა ფაქტობრივად, შეუძლებელია, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული საკითხის გარშემო დისკუსიას.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას: ქვეყანა იმყოფება უდიდესი დეფიციტის მდგომარეობაში, სადაც ზამთრის პერიოდში, ფაქტობრივად, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებული (მოგეხსენებათ, რომ ენგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის აბსოლუტურ უმრავლესობას ზამთრის პერიოდში აფხაზეთი მოიხმარს. ქვემოთ მოყვანილია სამ წლის მონაცემები, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენადაა დამოკიდებული ქვეყანა ექსპორტზე.
ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მიერ განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან შეადგენდა: 1. 2013 წელი – 460.5 მლნ კვტ/სთ. (2013 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 484.107 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (484.108 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % – ია, რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 95%-ს შეადგენს. 2. 2014 წელი – 607 მლნ. კვტ/სთ. (2014 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 793,3 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (793,3 მლნ კვტ.სთ) თითქმის 100 % – ია), რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 76% შეადგენს. 3. 2015 წელი – 511 მლნ. კვტ/სთ. (2015 წელს კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენს 630.6 მლნ. კვტ.სთ-ს, რაც მთლიანად ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის (699.2 მლნ კვტ.სთ) თითქმის 90.2 % – ია), რაც იმპორტის მთლიანი მოცულობის 73% შეადგენს.
ამ ყველაფრის ფონზე, იმით აპელირება, რომ აღნიშნული ხაზი არ უნდა აშენდეს და რომ ის დამღუპველია მოსახლეობისთვის, სრული სიცრუეა. ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს მოსახლეობისგან მაქსიმალურად დაშორებულ ტერიტორიაზე, სადაც დაცულია საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტები. ჩვენ გვჭირდება დარიალჰესი, გვჭირდება ჰაერივით, რათა აღმოვფხვრათ ენერგოდეფიციტი და არ ვიყოთ დამოკიდებული გარე მომწოდებლებზე.
პ.ს. საფლავების ამოთხრა არ შეიძლება (და არც ამოთხრილა, როგორც კადრებიდან გამოჩნდა ), მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ არსებობდეს საფლავები. ის არგუმენტი, რომ დაუშვებელია ხაზების ქვეშ საფლავების არსებობა და იქ აღდგომასა თუ სხვა დღესასწაულებზე მიცვალებულთათვის ასეთ მდგომარეობაში პატივის მიგება, სისულელეა. არ იდარდოთ, ძაბვა ხელს არ უშლის მიცვალებულს სასუფევლის დამკვიდრებაში“, – წერს ენერგეტიკოსი საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24