საზოგადოება

„მაშა და დათვი" საქართველოში ინგლისური ენის პოპულარიზაციას უშლის ხელს

17.05.17 20:40


რუსული მულტფილმი „მაშა და დათვი" საქართველოში ბავშვებს შორის ინგლისური ენის პოპულარიზებას უშლის ხელს, მიაჩნია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას.

განათლების მინისტრი თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. „სულ ახლახან მქონდა შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც უცხო ენის გავრცელებას უწყობენ ხელს, მათ შორის იყო თქვენთვის კარგად ცნობილი „ამერიკული საბჭოები" (American Councils). მათ ხელმძღვანელებს შევხვდი და ვკითხე – ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი? American Councils არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ინგლისური ენის პოპულარიზაცია მოახდინოს მსოფლიოში.

მათი კონკურენტი კი ჩვენ დროში არის „მაშა და დათვი", — განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მულტფილმი „მაშა და დათვი", რომელიც რუსული კულტურის პოპულარიზებას ეწევა, კვლავ ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმია ბავშვებისთვის საქართველოში.

„ის არის სუპერპოპულარული. ალბათ გყავთ შვილები და შვილიშვილები და ხედავთ, რომ „მაშა და დათვი" „ამერიკულ საბჭოებს" უგებს და უგებს ძალიან მაღალი ხარისხით", — აღნიშნა ჯეჯელავამ. მინისტრი მულტფილმის პოპულარობის თემას პირველად არ ეხება. უფრო ადრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები საკუთარ მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებენ და ბავშვებს „მაშა და დათვზე" ზრდიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები