საზოგადოება

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

18.05.17 17:30


ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1954 წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 395 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ოთხ წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები