საზოგადოება

„სასკოლო ბანაკები არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

18.05.17 18:30


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, განათლების სამინისტრო გეგმავს სასკოლო ბანაკებში მოსწავლეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას.

ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
"სასკოლო ბანაკები გართობის და დასვენების გარდა, ძალიან პოზიტიური არის მოსაწავლეების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ბანაკი გვქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს უკვე გვაქვს ამ მიმართულებით სიახლეები. ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს არის ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მეორე მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს ვაკეთებთ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ ობიექტები, სადაც არის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, სადაც შეგვიძლია ერთი კვირით სკოლის მოსწავლეები ჩავიყვანთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ყველა უწყებას დაევალა მანავის ბანაკის განვითარებაზე ზრუნვა.

"მანავის ბანაკის განვითარებაში ჩართული არიან თავდაცვის, შს, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები. ეს იქნება უფასო და ბავშვებს ყველა რაიონიდან შეარჩევენ. აქამდე მხოლოდ აკადემიური მოსწრება იყო მოსწავლეების შერჩევის საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება, არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში.

საუბარია 100 ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს 3-4 ათასი ბავშვი. ერთი ბავშვის ბანაკში ერთი დღით წაყვანა ჯდება დაახლოებით 60 ლარი", - განაცხადა ჯეჯელავამა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები