საზოგადოება

სამტრედიაში ავტოავარიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

18.05.17 19:20


სამტრედიაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ არის დაშავებული, იუწყება ტელეკომოპანია „რუსთავი 2".

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქ ავტომობილში 3 მგზავრი იმყოფებოდა. შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები