საზოგადოება
18.05.17 20:50
“ბათუმის პლაჟებზე, წელს პირველად, შეზლონგებისა და ქოლგების ფასი ფიქსირებული იქნება”, – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც შეზლონგებისა და ქოლგების ღირებულება ფიქსირებულია და მთელი დღის განმავლობაში, 3+1 ლარი ეღირება. პატარაძის თქმით, იმისთვის, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ, სანაპიროებზე განთავსდება საინფორმაციო დაფები სამ ენაზე. ასევე, ამ ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს პლაჟის ინფრასტრუქტურა.
მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სულ ბულვარის ტერიტორიაზე, “საოცრებათა მოედნიდან” “აკვაპარკის” ჩათვლით 29 საპლაჟო სექტორი უნდა გაკეთდეს და ყველა ერთ სტილში მოეწყოს, პლაჟებზე განთავსდეს 20 საშხაპე და გასახდელი, ერთნაირი შეზლონგები და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკები, რომლებიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
პატარაძის ინფორმაციით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ახალ ბულვარში საგაზაფხულო დარგვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის, აგრონომიული სამსახურის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ საყვავილე კლუმბებში ერთწლოვანი დეკორატიული ყვავილების, კერძოდ:ტაგეტესის, ვინკას, სალვიასა და ცინიას ჩითილებისგან ორიგინალური კომპოზიციები მოეწყო. მანამდე, საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, კერძოდ კი, ნიადაგი დამუშავდა/გაფხვიერდა და შეტანილ იქნა ორგანული და მინერალური სასუქი. ჯამში, დღეისათვის ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე 50 500 ერთწლოვანი ყვავილის ჩითილი დაირგო.
სეზონური ყვავილების დარგვის სამუშაოები ახალ ბულვარში მაისის თვის ბოლოს დასრულდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24