საზოგადოება

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სკოლისათვის ახლებურად ამზადებენ

18.05.17 21:00


საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებით მომავალი პირველკლასელები სკოლისათვის მომზადებას შეძლებენ, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სკოლისათვის მომზადების პროგრამა თამაშით სწავლების მეთოდს გულისხმობს, რომელიც ბავშვის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას უწყობს ხელს და სკოლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. პროგრამა უკვე დანერგილია როგორც თბილისის საბავშვო ბაღების უფროს ჯგუფებში, ისე ქვეყნის რეგიონების საბავშვო ბაღებში.

ამგვარად, ბავშვები მზად იქნებიან იმ გამოწვევებისათვის, რომლებიც მათ სკოლაში ელის, რადგან ახალი პროგრამის დახმარებით, თითოეული მათგანი საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ განვითარებას შეძლებს. პროგრამა 30 კვირას გაგრძელდება და მას დღეში სამი საათი დაეთმობა. ამჟამად, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ახალი სასწავლო პროცესი სახელმწიფო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები