საზოგადოება
18.05.17 22:10
ეროვნული სამოსის დღე საქართველოს გარდა დღეს უკვე უცხოეთშიც აღინიშნება, მის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე მეორედ აღინიშნება. წელს მან უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო — ის გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ქართული სათვისტომოებისა და საქართველოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართება ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ლონდონში, დუბლინში, კიევში, თელ-ავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25-მდე ქალაქში გაიმართება. ეს ქალაქებია: ქუთაისი, კასპი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა, ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე-რაბათი, დუშეთი, ბოლნისი, ქარელი, ხაშური, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, რუსთავი და სხვ.
დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან, აღნიშნულია ორგანიზატორების facebook-გვერდზე.
ეროვნული სამოსის დღის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით გოგლიჩიძის განცხადებით, კოსტიუმირებულ მსვლელობებში ქართველების გარდა ნებისმიერი ეროვნების ადამიანი თავისი ეროვნული კოსტიუმით შეძლებს მონაწილეობას.
"ეს იქნება დღესასწაული საზღვრების გარეშე, სადაც ღონისძიებებში და აღლუმებში თვითონ მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას", — აღნიშნავს ეროვნული სამოსის დღის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარი ონეზაშვილი. თბილისში ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანზე გაიხსნება გამოფენები და მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა (მეტეხის ხიდი — რიყე წრიულად).
17:00 გამართება ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე დაიწყება გალა–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ნიაზ დიასამიძე და „33ა“, „სუხიშვილები“ (ახალგაზრდა თაობა), ანსამბლი "ჩვენებურები", ანსამბლი "მუხამბაზი", გაიმართება "შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ.
ქართული ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ეროვნული სამოსის დღის დაწესება ხელს შეუწყობს ასევე ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას. დააინტერესებს უცხოურ მედიას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარში ჩაინიშნოს და მეტი ტურისტი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ღონისძიება საქართველოში სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები… ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა.
ქართული სამოსი დროთა განმავლობაში განიცდიდა უცხო ქვეყნების გავლენას, მაგრამ ძირითადი სახე მაინც შეინარჩუნა.
მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს. ეს კოსტიუმი მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში).
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24